სადოქტორო პროგრამის დასახელება: სოციოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის დოქტორი
დადგენილების ნომერი №50800 (დანართი №73)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის მიზანია:
მოამზადოს სოციოლოგიაში დარგის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნისა და მაღალი დარგობრივი კომპეტენციის მქონე სრულფასოვანი მკვლევარი და/ან სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ინოვაციური მიდგომების გამოყენებით როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი კვლევების (მათ შორის, ინტერდისციპლინური) ჩატარება სამეცნიერო, პროფესიული ეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით და კვლევის ობიექტის (ადამიანი, ჯგუფები) უფლებების დაცვით (კონფინდენციალურობა და ანონიმურობა);
მოამზადოს კურსდამთავრებული აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, რათა მან შეძლოს სწავლების დაბალ საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) ახალი, ინოვაციური დარგობრივი ცოდნის გადაცემა, შესბამისი კვლევითი უნარების განვითარება და კვლევის სიახლეების სასწავლო პროცესში ინტეგრირება;
წვლილი შეიტანოს საზოგადოების წინაშე წამოჭრილი პრობლემატიკის გადაჭრის პროცესში და სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების, დარგის განვითარებაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა „სოციოლოგიაში“ ან სხვა სპეციალობაში;
უცხოური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით);
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სადოქტორო - კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსის) წარმოდგენა;
გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორის სადოქტორო კვლევითი პროექტზე - პროსპექტუსზე).
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება:
კურსდამთავრებულს შეუძლია
სოციოლოგიაში თანამედროვე სოციალურ-თეორიული პარადიგმების გამოყენება და სიღრმისეული ინტერპრეტირება, მათი სისტემური და კრიტიკული გააზრების საფუძველზე;
საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების კრიტიკული გააზრების საფუძველზე, ახალი, ინოვაცირი იდეების გამოპირობება და უახლეს დარგობრივ კვლევის მეთოდების სიმბოზიური გამოყენებით ახალი ორიგინალური შეხედულებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება;
საკვლევ სფეროში არსებული ცოდნის განახლება და ახალი ცოდნის გენერირება სოციალურ მეცნიერებათა მიერ დაგროვილი ცოდნის კრიტიკული შეფასებისა და ინტერდისციპლინურ ჭრილში ანალიზის საფუძველზე.
უნარები
კურსდამთავრებულს შეუძლია
მეცნიერული და აკადემიური სტანდარტების დაცვით, კვლევის თითოეული ეტაპის დამოუკიდებლად, მაღალ პროფესიულ დონეზე დაგეგმვა შესაბამისი კვლევის მეთოდების შერჩევის, საკვლევი ინსტრუმენტების დიზაინის და კვლევის მეთოდების ინოვაციური გამოყენების საფუძველზე;
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების კრიტიკული ანალიზი, მიუკერძოებელი, სიღრმისეული ინტერპრეტაცია და პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხედვის შეთავაზება;
აქტუალური სოციალური პრობლემების არსის განსაზღვრა, მათი კრიტიკული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად;
ახალი ცოდნის მოპოვება და მისი დიაქრონული რეპრეზენტაცია; კვლევის შედეგების სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარდგენა საერთაშორისო რეფერირებადი სტანდარტების შესაბამისად;
სწავლების უნარების განვითარება სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო-მეთოდური მასალების მომზადებითა და სტუდნტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მიდგომების გამოყენებით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს შეუძლია
პროფესიული ეთიკის პრინციპების და კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებების (პირველ რიგში, მათი კონფიდენციალურობა და ანონიმურობა) დაცვა;
კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებების აღიარება და პატივისცემა;
აკადმიური და სხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ავტონომიურობის დემონსტრირება, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის საფუძველზე.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: სოციოლოგიის დოქტორი უნდა ფლობდეს მაღალპროფესიული სტანდარტებით ემპირიული სოციალური კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევებს (ანუ უნდა შეეძლოს თანამედროვე ემპირიული კვლევის მეთოდების ადეკვატური გამოყენება საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის); ამასთან, მას უნდა შეეძლოს ამა თუ იმ მეთოდის ინოვაციური გამოყენება. მას ექნება უნარი განსაზღვროს სხვადასხვა სოციალური პრობლემის კვლევის გზები და ჩამოაყალიბოს ღრმა და ეფექტური რეკომენდაციები ამ პრობლემების გადასაჭრელად; ექნება უნარი, ჩაერთოს სხვადასხვა მეთოდით წარმართულ კვლევით პროექტებში, როგორც ძირითადი მკვლევარი, ან თავად გაუძღვეს კვლევითი პროექტის განხორციელებას; ხარისხიანადა და მაღალ დონეზე აწარმოოს კვლევა არსებული ეთიკური და პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით.
დასკვნის უნარი: დოქტორანტურის კურსდამთავრებულს შეეძლება, რომ სოციოლოგიური მონაცემების მაღალპროფესიულ დონეზე და დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნები შესასწავლი პრობლემის არსის, მისი გადაჭრის გზების შესახებ.
კომუნიკაციის უნარი: დოქტორანტურის კურსდამთავრებულს შეეძლება კომუნიკაცია დაამყაროს ყველა იმ სტრუქტურასთან, ადამიანთან თუ ჯგუფთან, რომლებიც მისი კვლევის ინტერესებში შედის. მას შეეძლება წარმართოს მოლაპარაკებები კვლევის დაგეგმვისა და ორგანიზების მიმართულებით. ასევე, შეეძლება პროფესიული კომუნიკაცია ყველა იმ სოციალურ ერთეულთან, რომელიც მისი კვლევის ობიექტს შეადგენს. სოციოლოგიის დოქტორს განვითარებული ექნება სოციალური უნარები, კერძოდ, შეეძლება ჯგუფური მუშაობა, მათ შორის, ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა. და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაშიჩართვაუცხოურენაზე.
სწავლის უნარი: სოციოლოგიის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების/პროცესების გნვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, სწავლებისა და კვლევის პროცესში. სოციოლოგიის დოქტორს შეეძლება, რომ მის მიერ ათვისებული ცოდნა და გამოცდილება გადასცეს სხვებს, ანუ აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში როგორც პროფესორის ასისტენტი ბაკალავრიატის ყველა დონის კურსების საფეხურზე.
ღირებულებები:
ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
- პროფესიული ეთიკის პრინციპების პატივისცემა
- კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები)უფლებების, პირველ რიგში, მათიანონიმურობის დაცვა
- პლაგიატის უარყოფა
- ქსენოფობიური და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულებების უარყოფა; განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
დასაქმების სფერობი:
სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულის, როგორც სოციოლოგიის დოქტორის, დასაქმების სფერო ვრცელია:
კურსდამთავრებულს, როგორც დარგის სპეციალიტს, სოციოლოგიური კვლევებით, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის მუშაობასა და განვითარებაში. შესაბამისად, შეუძლია დასაქმდნეს ზემოხსენებულ ორგანიზაციებში.
უფლებამოსილია დაიკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში;